The OPUS Journal — dispatches from the Batumi seafront
Blog & News
A record of design, construction & investment
Vol. I · 11 dispatches · 2025–2026
როგორ ავარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია ბათუმში

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი ელვის სისწრაფით ვითარდება და, გასაკვირი არაა, რომ დეველოპერული სამშენებლო კომპანიების რიცხვიც ბოლო წლებში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. სანდო სამშენებლო კომპანიის პოვნა კრიტიკულია, როდესაც აპარტამენტების შეძენას გეგმავთ – ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს როგორც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების კომფორტს, ისე სამომავლო ინვესტიციის ხარისხს – და დღეს ისე რთულია, როგორც არასდროს.

ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ ჩავშალოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციური პრობლემები.

დეველოპერული სამშენებლო კომპანიის არჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი

რეალურად, არჩევანის გაკეთებისას გაცილებით მეტი კრიტერიუმის გათვალისწინება მოგიწევთ, მაგრამ პირველ ეტაპზე, აუცილებლად ამ ხუთეულით უნდა დაიწყეთ.

შეამოწმეთ კომპანია: ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგშია?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კომპანიის იურიდიული სტატუსისა და ლიცენზიების შემოწმება. ახლა, როდესაც თითქმის ყოველდღე ჩნდება წვრილი თუ მსხვილი სამშენებლო კომპანია, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ფასეულია ბათუმში აპარტამენტების შეძენისას. სანდო დეველოპერს ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში უნდა ჰქონდეს. ეს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ პროფესიონალიზმის მაჩვენებელიცაა.

ყურადღება გაამახვილეთ მშენებლობის ნებართვაზე. დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს პროექტის კანონიერებას და უსაფრთხოებას. ნებართვა მოიცავს არქიტექტურული გეგმების, საინჟინრო პროექტების და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. თუ საჭიროა, კითხეთ დეველოპერი კომპანიის წარმომადგენელს ნებართვის ნომერი და შეამოწმეთ ადგილობრივ სამშენებლო სამმართველოში. ეს კომპანიის სანდოობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი.

აქვე, ყურადღება მიაქციეთ კომპანიის კომუნიკაციის სტილს. როგორია ინფორმაციის გაზიარების მზაობა? როგორ ურთიერთობს პოტენციურ კლიენტებთან? დალაგებული, დროული კომუნიკაცია და გამჭვირვალობა არა მხოლოდ სანდოობის მაჩვენებელი (კარგ კომპანიას დასამალი არაფერი აქვს), არამედ წარმატებული თანამშრომლობის წინაპირობაა.

სად დგას მშენებლობის ხარისხი კომპანიის პრიორიტეტებში?

სანდო კომპანიისთვის მშენებლობის ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. უნდა იყენებდეს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს და გეგმავდეს პროექტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ყველაფერი შენობის გრძელვადიან გამძლეობასა და მდგრადობაზე მეტყველებს.

ამასთან, უნდა უზრუნველყოფდეს მაღალი სტანდარტის შიდა თუ გარე ინფრასტრუქტურას, მათ შორის იზოლირებულ პარკინგს, რეკრეაციულ ზონებს და უსაფრთხოების სისტემებს. კომპლექსური მიდგომა მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სტანდარტებს ნიშნავს ამასთან, მიმდინარე მშენებლობაზე სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მხრიდან არა მხოლოდ მყიდველის ინფორმირებას ემსახურება, არამედ მისი გამჭვირვალობის სტანდარტების შეფასების საშუალებასაც იძლევა.

მომხმარებელთა კმაყოფილება: რას ფიქრობენ ძველი კლიენტები?

შეიძლება ერთი შეხედვით ყველაფერი მშვენივრად ჩანდეს, და ფურცელზეც კომპანია სუფთა იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში იმიჯი რეალობას ცდებოდეს.

ნუ დაიზარებთ და გაესაუბრეთ მათ, ვინც უკვე შეიძინეს ბინები კომპანიისგან, რომელმაც დაგაინტერესათ. მნიშვნელოვანია ძველი მყიდველები უმეტესწილად დადებითად აფასებდნენ კომპანიას. მათი გამოცდილება თანხვედრაში იყოს კომპანიის დაპირებებთან, განსაკუთრებით მშენებლობის ხარისხისა და მომსახურების კუთხით.

მყიდველებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აზრის დაფიქსირება სხვადასხვა პლატფორმაზე. სანდო კომპანია არ ცდილობს (და არ სჭირდება) ნეგატიური შეფასებების დაბლოკვას, რადგან, როგორც წესი, მას პირველ რიგში კმაყოფილი მომხმარებლები იცავენ. მსგავსი დამოკიდებულება სანდოობის მაჩვენებელია პოტენციური მყიდველისთვის.

რამდენად რეალისტურია სამშენებლო კომპანიის დაპირებები?

თუ კომპანია ცდილობს პროექტები გადაჭარბებულად მომგებიანად წარმოაჩინოს, მაშინ ასეთი კომპანიისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. მაგალითად, სანდო სამშენებლო კომპანიები ბათუმში არ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ პერიფერიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა ისეთივე მომგებიანი საინვესტიციო ქონებაა, როგორც ზღვისპირა აპარტამენტები.

ასევე, მნიშვნელოვანია რეალისტური მშენებლობის ვადები და გრაფიკი – სანდო კომპანია არ დაგპირდებათ წლის ბოლოს დასრულებულ პროექტში შესახლებას, როდესაც საძირკველი ახალი ჩაყრილია.

დამატებით, კომპანია ღიად უნდა საუბრობდეს პოტენციურ გამოწვევებზე, როგორიცაა შესაძლო ნებართვების დაგვიანება ან ლოჯისტიკური შეფერხებები. არ ღირს ურთიერთობა კომპანიასთან, რომელიც ციდან მთვარეს გპირდებათ – ის ან წარბშეუხრელად გატყუებთ, ან არ შეუძლია საკუთარი ძალების ობიექტურად გათვლა. ორივე შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ისევ თქვენ დაზარალდებით.

რამდენად სამართლიანია კომპანიის პირობები?

ნამდვილად სანდო სამშენებლო კომპანიებმა იციან რომ გრძელვადიან ბიზნესში არიან და არც ცდილობენ სექტორში მოსვლის პირველივე დღეს გამდიდრდნენ. ისინი არ აზვიადებენ პროექტების ფასებს; ითვალისწინებენ ადგილმდებარეობისა და არსებული ინფრასტრუქტურის რეალურ ღირებულებას.

ამასთან, ესმით პროცესის კომპლექსურობა და პოტენციურ მყიდველებს სთავაზობენ მოქნილ პირობებს პირველად შენატანსა და განვადებაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს დაბალ საწყის შენატანს, გრძელვადიან გადახდის გეგმებს და კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებს.

კარგ კომპანიებს ასევე აქვთ მკაფიოდ გაწერილი პირობები და გარანტიები დასრულებულ პროექტზე და შემდგომი მომსახურების გამართული პოლიტიკა, რაც პოტენციურ მყიდველთან გრძელვადიან თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

არის თუ არა OKTO GROUP კომპანია რომელსაც შეიძლება ვენდო?

სამშენებლო დეველოპერული კომპანია OKTO GROUP-ის უკან დგანან გამოცდილი პროფესიონალები, რომელთაც აქვთ ამბიცია შექმნან მრავალფუნქციური სივრცეები სრულყოფილი ცხოვრებისთვის. კომპანია იყენებს მაღალი ხარისხის მასალებს ელიტური საცხოვრებელი კომპლექსების ასაშენებლად. OKTO ART HOUSE, ამჟამად მიმდინარე პროექტი, შთაგონებულია ქართული ხელოვნების ელემენტებით და გათვლილია მაცხოვრებელთათვის სრული კომფორტის შესაქმნელად.

OKTO GROUP უზრუნველყოფს პოტენციურ მყიდველთათვის სრულ გამჭვირვალობას მშენებლობის ყველა ეტაპზე და სთავაზობს მომხმარებლებს ხელსაყრელ გადახდის პირობებს – მხოლოდ 10% წინასწარი შენატანით და 0%-იანი შიდა განვადებით 50 თვეზე. დაგვიკავშირდით, გაიგეთ მეტი, და, თუ აღმოაჩენთ, რომ ჩვენი ღირებულებები და ამბიციები თანხვედრაშია – შეიძინეთ მშენებარე ბინები ბათუმში ზღვის ხედით უკეთეს მომავალში საინვესტიციოდ.

Read the dispatch
უძრავი ქონების შეძენა ბათუმში: კანონმდებლობა და გადასახადები

წლიდან წლამდე ბათუმი უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის სულ უფრო მიმზიდველი ლოკაციაა. მზარდი ტურისტული ინდუსტრია, სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა და ბიზნესისთვის მიმზიდველი პირობები ბევრ ადამიანს უბიძგებს დასახლდეს, ან საინვესტიციო ქონება შეიძინოს ქალაქში. ბათუმი ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქია ევროპაში, თუმცა ფასები სწრაფად იზრდება, რაც მაღალ უკუგებას ჰპირდება ინვესტორებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2024 წელს European Best Destinations-მა ინვესტირებისთვის საუკეთესო ტოპ-10 ევროპულ მიმართულებას შორის დაასახელა, მონაკოს, ნიცას, და ჟენევას გვერდზე.

უძრავი ქონების ძიება ბათუმში, როგორც წესი, ონლაინ პლატფორმებით იწყება. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ფასს, არამედ ადგილმდებარეობას, ინფრასტრუქტურას და ქონების მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც ამოარჩევთ რამდენიმე მიმზიდველ პროექტს, საჭიროა უკვე თავად დეველოპერულ კომპანიებზე გადაერთოთ და თითოეული სიღრმისეულად შეისწავლოთ. აუცილებელია, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია გამჭვირვალედ მოქმედებდეს და სრულად მოგაწოდოთ ინფორმაცია პროექტზე, რომელმაც დაგაინტერესათ. თუ არის საშუალება, რეკომენდებულია დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევა უძრავი ქონების შეფასებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი კონსტრუქციის შეძენისას – მიუკერძოებელი შეფასება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები მომავალში.

უძრავი ქონების შეძენა

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს:

გამყიდველის საკუთრების უფლების დადასტურება: პირველ რიგში, აუცილებელია შეამოწმოთ, რომ გამყიდველს ნამდვილად აქვს ქონების გაყიდვის უფლება. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო რეესტრს და მოითხოვოთ ამონაწერი.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება: უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან დეტალს, როგორიცაა ქონების აღწერილობა, ფასი, გადახდის პირობები და ვადები. ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს ნოტარიუსთან.

უძრავი ქონების რეგისტრაცია: პროცედურის წარმოება შესაძლებელია იუსტიციის სახლში ან ონლაინ. საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

განაცხადი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

სარეგისტრაციო შენატანის გადახდის ქვითარი

უძრავი ქონების დარეგისტრირება სტანდარტულად 4 სამუშაო დღეს მოითხოვს, თუმცა დამატებითი საფასურის სანაცვლოდ შესაძლებელია პროცესის დაჩქარებით 1 სამუშაო დღეში დასრულებაც.

უცხოელებისთვის უძრავი ქონების და აპარტამენტების შეძენა საქართველოში, მათ შორის ბათუმში, არ არის შეზღუდული, გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა. უძრავი ქონების გადაფორმებისთვის არარეზიდენტმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი (სტანდარტულ დოკუმენტაციასთან ერთად).

უძრავი ქონების ლეგალიზაცია

უძრავი ქონების ლეგალიზაცია შეიძლება გახდეს აუცილებელი, თუ აღმოჩნდება, რომ შენობას აქვს უნებართვო მიშენებები ან რეკონსტრუქცია. ეს პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

არქიტექტურული გეგმების მომზადება

შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში

ნებართვის მიღება და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდა

ლეგალიზებული ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

ბევრი ადამიანისთვის ინვესტიცია ბათუმში მიმზიდველია იმის გამოც, რომ უძრავი ქონების ფლობაზე სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით გაცილებით ნაკლები გადასახადებია: ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარზე ნაკლებია უძრავი ქონება გადასახადისგან თავისუფალი არიან, პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარიდან 100 000 ლარამდეა, იხდის დაახ. 0.5%-ს. ხოლო პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, იბეგრება 0.8-1%-ით.

სანამ ბათუმში აპარტამენტებს შეიძენთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე საბაზისო რჩევა, რომელიც უძრავი ქონების შეძენასთან ასოცირებულ პრობლემების უმეტესობას მარტივად აგარიდებთ:

შეამოწმეთ ქონების იურიდიული სტატუსი საჯარო რეესტრში;

დარწმუნდით, რომ ყველა ტრანზაქცია ხორციელდება სანდო საბანკო არხების მეშვეობით;

თუ არჩევთ ახალაშენებულ ან მშენებარე ბინას ბათუმში, შეამოწმეთ პროექტის ნებართვები და დეველოპერი კომპანიის რეპუტაცია (გაეცანით შეფასებებს, დაუკავშირდით მათ, ვინც უკვე შეიძინეს ბინა პროექტში და ჰკითხეთ რაიმე სირთულეებთან ხომ არ იყო დაკავშირებული უძრავი ქონების ყიდვა ან გადაფორმება, და ა.შ.);

გაითვალისწინეთ დამატებითი ხარჯები, როგორიცაა გადასახადები და საკომისიოები (კარგი იქნება თუ შეძლებთ ამ ინფორმაციას პირდაპირ დეველოპერული კომპანიისგან გამოთხოვნას);

გაეცანით სამეზობლოს და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას – თუ აკმაყოფილებს პროექტი იმ მოთხოვნებს, რაც კომფორტულად ცხოვრებისთვის ან საინვესტიციო მიზნებისთვის გჭირდებათ? მაგ. თუ ქონების გაქირავებას გეგმავთ, წინასწარ შეისწავლეთ კონკრეტულ რაიონში გასაქირავებენ ფართებზე მოთხოვნა და საშუალო ფასები..

უძრავი ქონების შეძენა ბათუმში შეიძლება ძალიან მომგებიანი ინვესტიცია იყოს, თუ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს გაითვალისწინებთ და რისკებს შესაბამისად დათვლით.

თუ დაინტერესებული ხართ ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებად ტერიტორიაზე, ახალ ბულვარზე, ელიტური უძრავი ქონების შეძენით – დეველოპერულ-სამშენებლო კომპანია OKTO GROUP-ის OKTO ART HOUSE პროექტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ პროცესის ყველა ეტაპზე.

შეიძინე ბინა ბათუმში მარტივად, OKTO GROUP-თან ერთად. დაიწყე ინვესტიცია მომავალში დღესვე – დაგვიკავშირდი მეტი ინფორმაციისთვის.

ინტერიერის დიზაინი: 9 ყველაზე პოპულარული სტილი დღეს

ალბათ არასდროს არ ყოფილა სახლის ინტერიერის დიზაინი ისეთი დიდი გამოწვევა როგორც ახლა. თუ ადრე ყოველთვის ერთი ან ორი ტრენდი დომინირებდა, დღესდღეობით ათობით სტილია დამკვიდრებული, რომლებიც ელვის სისწრაფით ცვლის ერთმანეთს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რა არის ინტერიერის დიზაინში აქტუალური 2020-ანების ათწლეულში და როგორ უნდა მოვაწყოთ ბინა ისე, რომ წლების განმავლობაში არ დაგვჭირდეს სტილის შეცვლა.

ამჟამად პოპულარული შიდა ინტერიერის დიზაინის მიმდინარეობები შეგვიძლია 5 ძირითად მიმდინარეობად დავყოთ. დანარჩენი უკვე ძირითადად ამ მიმდინარეობების განშტოებებია, რომლებსაც თავიანთი სახასიათო დეტალები გააჩნია.

ეს ძირითადი მიმდინარეობებია:

მინიმალიზმი ინტერიერის დიზაინში

ალბათ უკვე იმათაც კი აქვთ ზედაპირული წარმოდგენა მინიმალისტურ მიმდინარეობაზე, ვისაც არასდროს ქონია ინტერიერის დიზაინთან შეხება. მინიმალიზმი ემყარება პრინციპს “ნაკლები მეტია” (less is more). ახასიათებს სისადავე და ფუნქციურობა. ინტერიერში დომინირებს არსებითი ელემენტები რომლებიც კონკრეტულ როლს ემსახურება, ზედმეტი ნივთები და დეკორი მინიმუმამდეა დაყვანილი. იყენებს მარტივ გეომეტრიულ ფორმებს და ნეიტრალურ ფერებს, ხშირად თეთრს, ნაცრისფერს ან ბეჟს. ავეჯი მარტივია, სწორი კონტურებით და ზედმეტი დეკორატიული ელემენტების (მაგ. მოხატულობა და ჩუქურთმები) გარეშე, ხოლო აქსესუარები მინიმუმამდეა დაყვანილი და შერჩეულია მკაცრად ფუნქციური დანიშნულებით. ვიზუალი უნდა იყოს მსუბუქი და მყუდრო, ყურებისას ზედმეტი დეტალები თვალებს არ ღლიდეს.

პოპულარული განშტოებები: სკანდინავიური, ჯაპანდი, თანამედროვე მინიმალიზმი

სკანდინავიური სტილი

სკანდინავიურ სტილში მოწყობილი აპარტამენტები გამოირჩევა ფუნქციურობაზე ორიენტირებულობით და ბუნებრივი მასალების გამოყენებით. დიდია აქცენტი ღია სივრცეებზე და ბუნებრივი განათების წყაროებზე. როგორც წესი, სკანდინავიური სტილის დიზაინში კედლები ან თეთრადაა შეღებილი, ან ღია ფერის ხის ან აგურის იმიტაციითაა მოპირკეთებული – იმიტაცია პოპულარული გადაწყვეტაა თანამედროვე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში, როდესაც ნატურალური ხის კედლებზე წვდომა ლიმიტირებულია.

OKTO ART HOUSE

ჯაპანდი

Japandi ორი მინიმალისტური მიმდინარეობის – უკვე გარდამავალი იაპონური ზენისა და კვლავ უცვლელად პოპულარული სკანდინავიური სტილის ნაზავია. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელი ფუნქციურობისა და ბუნებრივი მასალების გარდა იყენებს იაპონური სტილისთვის სახასიათო მუქ ფერებს – მწვანეს, ბადრიჯნისფერს, შავს, ტერაკოტას. ასევე, სხვა მინიმალისტური მიმდინარეობებისგან განსხვავებით, დეკორში პოპულარულია ნატურალურ მწვანე, დიდფოთლიან მცენარეებზე. იაპონური სტილი მათ აღიქვამს როგორც სიმშვიდის შემქმნელ ელემენტს, არა როგორც უფუნქციო მოსართავს.

თანამედროვე მინიმალიზმი

თანანედროვე სტილი მინიმალიზმში, ე.წ. contemporary, მინიმალიზმის სისადავეს თანამედროვე ტენდენციებთან აერთიანებს. მინიმუმამდეა დაყვანილი დეკორატიული ელემენტები, მაგრამ გამოყენებულია უფრო თანამედროვე მასალები (შუშა და მეტალი მინიმალიზმისთვის ტრადიციულ ხესა და ქვასთან ერთად). სივრცე ხშირად ღიაა, ნათელი და ცენტრალური როლი თანამედროვე ტექნიკას უკავია.

მოდერნი ინტერიერის დიზაინში

მოდერნსა და მინიმალიზმს ბევრი საერთო აქვთ, თუმცა რამდენიმე ძირეული განსხვავების გამო სხვადასხვა სტილად განიხილება. მოდერნი მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარდა, ბაუჰაუსისა და ინდუსტრიული რევოლუციის გავლენით. მინიმალიზმი კი უკვე მოდერნის ძირითადი იდეების – ფუნქციურობაზე აქცენტისა და დატვირთული დეკორატიული ელემენტების გაქრობის – ზენიტში აყვანაა. მოდერნი იყენებს უფრო მეტ ფერს და ტექსტურას, ხშირად რთავს სივრცეს ხელოვნების ნიმუშებით. შეიძლება შეგვხვდეს თეთრი კარკასი, რომელიც ქმნის კონტრასტს ფერად ელემენტებთან. უფრო მეტად ფოკუსირდება დიზაინის ექსპერიმენტულ და მხატვრულ ასპექტებზე.

OKTO ART HOUSE

პოპულარული განშტოებები: არტ-დეკო, ინდუსტრიული

არტ-დეკო

არტ-დეკო მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. ახასიათებს დახვეწილი ორნამენტები, მეტალის და ხის ერთდროულად გამოყენება, გეომეტრიული ფორმები და ნათელი ფერები, მაგრამ მინიმალისტური სტილის ბინის ინტერიერის დიზაინისგან განსხვავებით მდიდრული და გლამურულია, ფართოდ იყენებს დეკორატიულ ელემენტებს, არ უფრთხის “უფუნქციობას.”

ინდუსტრიული სტილი

ინდუსტრიული სტილი იყენებს უხეშ, დაუმუშავებელ ელემენტებს, ქმნის ე.წ. “ფაბრიკის” ესთეტიკას. ახასიათებს სივრცეში ღიად დატოვებული მილები, დაუფარავი აგურის კედლები, ბეტონის იატაკები და მეტალის დეტალები. დაიწყო ინდუსტრიული დაწესებულებების საცხოვრებელ სივრცეებად ტრანსფორმაციის საფუძველზე, დღესდღეობით კი ხშირად გხვდება ჩვეულებრივ საცხოვრებელ კომპლექსებშიც.

OKTO ART HOUSE

მაქსიმალიზმი ინტერიერის დიზაინში

მაქსიმალიზმი მინიმალიზმის ანტიპოდია. უარყოფს “ნაკლები მეტია” პრინციპს და აქცენტს ფერებზე, დეკორსა და ეკლექტიკაზე აკეთებს. ახასიათებს მკვეთრი ფერები, მრავალნაირი ტექსტურები და ფასონების თამამი შერწყმა. საბოლოო მიზანია დიზაინი იწვევდეს ვიზუალურ სტიმულაციას. ფართოდ გამოიყენება დეკორატიული ელემენტები, მრავალრიცხოვანი აქსესუარები, ხელოვნების ნიმუშები. მაქსიმალიზმის მიმდევრები თვლიან რომ მიმდინარეობა პერსონალურ სტილს უნდა გამოხატავდეს და ენერგიულ, “ცოცხალ” სივრცეს ქმნიდეს – მინიმალისტური სტერილურობის საპირწონედ.

პოპულარული განშტოებები: ბოჰო, ხმელთაშუა.

ბოჰო (ბოჰემური)

ბოჰო სტილის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მას “არ აქვს ერთიანი სტილი”. ბოჰო ინტერიერის დიზაინი თვალშისაცემად ეკლექტურია და ხშირად აერთიანებს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად ვერ ერწყმის. ერთ სივრცეში სრულიად რეალურია გამოყენებული იყოს სხვადასხვა კულტურის, პერიოდისა და ტექსტურის დეტალები. ახასიათებს მდიდარი კაშკაშა ფერები, ეკლექტური ფასონები, მრავალფეროვანი პრინტებით, და ვინტაჟური ნივთები. იშვიათად, რომელიმე დეველოპერულმა კომპანიამ შესთავაზოს კლიენტს მზა ბოჰო დიზაინი ბინის შეძენისას – ამ სტილის მოწყობა თითქმის ყოველთვის მფლობელის პერსონალური ხასიათის გამოვლინებაა.

ხმელთაშუა ზღვის სტილი

ხმელთაშუა ზღვის სტილი ინტერიერის დიზაინმა შთაგონება სამხრეთ ევროპის სანაპირო რეგიონების (ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი) ატმოსფეროში იპოვა. ახასიათებს ნათელი, მზიანი ფერები (ყვითელი, ნარინჯისფერი, ტერაკოტა, ლურჯი და მწვანე), ბუნებრივი მასალები (ქვა, ხე, კერამიკა), რბილი ავეჯი და მარტივი, ელეგანტური ფორმებით. ხალისიან ფერებში მოხატული კერამიკის ფილების გამოყენება სტილის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი სახასიათო ელემენტია. ხშირად დეკორაციისთვის გამოიყენება მცენარეებიც.

ტრადიციული (კლასიკური) ინტერიერის დიზაინი

“ტრადიციულ” ინტერიერის დიზაინის სტილს ახასიათებს პირველ რიგში სიმეტრია, ჰარმონია, და ელეგანტურობა. მინიმალიზმისგან განსხვავებით უყვარს დეკორატიული ელემენტები – მაგრამ ზომიერად. გამოიყენება მდიდრული ქსოვილები, ანტიკვარული (ან მიმსგავსებული ავეჯი), კედლებზე ხშირად კიდია ხელოვნების ნიმუშები. ფერთა პალიტრა ძირითადად ნეიტრალური და თბილია, პოპულარულია მუქი ხის ტონები. დამახასიათებელია რთული არქიტექტურული დეტალები, მაგ. მოჩუქურთმებული კარნიზები, პანელები და ბუხრები. ხის ავეჯი ხშირად მოხატულია, ხოლო ქსოვილები მდიდრული ტექსტურებითა და ფასონით გამოირჩევა.

თანამედროვე იტერაცია ევროპულ, განსაკუთრებით ინგლისურ და ფრანგულ კლასიკურ დიზაინს ეფუძნება და მიზანია შეიქმნას გარემო, რომელიც ათწლეულების შემდეგაც კი კომფორტულად და ელეგანტურად ჩაითვლება.

რუსტიკა ინტერიერის დიზაინში

რუსტიკული (rustic) სტილი ინტერიერის დიზაინში სოფლის ცხოვრების სიმარტივისა და ბუნებასთან სიახლოვეზე აკეთებს გათვლას. ახასიათებს ბუნებრივი, დაუმუშავებელი მასალების გამოყენება, განსაკუთრებით უხეში და გაუთლელი ხე და ქვა. ინტერიერში ხშირად გვხვდება ღია ხის ძელები, ქვის კედლები და ე.წ. “რუსტიკული” (მაგარი ხის ჯიშისგან – მუხა, ფიჭვი, ა.შ. დამზადებული) იატაკი. ფერთა პალიტრაც ძირითადად ბუნებრივ ტონებს ეფუძნება – პოპულარულია ყველა ტონის ყავისფერი, ბეჟი, მწვანე და ნაცრისფერი. ავეჯი მასიურია და ხშირად ხელნაკეთი, ვინტაჟური ან ანტიკვარული ელემენტებით. დეკორში გამოიყენება ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ტყავი, ბამბა და მატყლი.

პოპულარული განშტოებები: Farmhouse, Cottage Style, Country House

მათ შორის ძირეული განსხვავებები მცირეა და ძირითადად დაუმუშავებელი მასალებისა და თანამედროვე დეტალების გამოყენების ბალანსზე გადის. Farmhouse ყველაზე აქტიურად იყენებს დაუმუშავებელ მასალას, ხოლო ყველაზე დაბალანსებული ე.წ. Country House სტილია, რომელიც დღესდღეობით ურბანულ არეალშიც აქტიურად გამოიყენება.

თუ ხელოვნებასა და დიზაინს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გაეცანით OKTO GROUP-ის შემოთავაზებებს და იპოვეთ თქვენი ოცნების მშენებარე ბინა ბათუმში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ესთეტიკა საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. OKTO ART HOUSE შენდება სწორედ მათთვის, ვისაც არქიტექტურაში სილამაზის მნიშვნელობა ესმის.

თეთრი კარკასი და მისი უპირატესობები

ახალაშენებული საცხოვრებელი ფართები ძირითადად ორი სახით იყიდება: შავი კარკასი, მხოლოდ ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებით, და თეთრი კარკასი, რომელიც შიდა სივრცეში დამატებითი სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.

ამ ბლოგში განვიხილავთ რა არის თეთრი კარკასი, რა უპირატესობები აქვს ბინის თეთრი კარკასის მდგომარეობაში შეძენას, და რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ასეთი ბინა სამომავლოდ.

რა არის თეთრი კარკასი?

თუ ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მაშინ მყიდველს შესვლისას აუცილებლად მზად ხვდება:

1. გალესილი კედლები და ჭერი

2.მოჭიმული იატაკი

3.ჩაშენებული შიდა ტიხრები

4.დამონტაჟებული კარ-ფანჯარა

5.დამონტაჟებული ელექტრობა და კომუნიკაციები

როდესაც საქმე ეხება “ელიტური” ან “პრემიუმ” სეგმენტის საცხოვრებელი კომპლექსის შეძენას, მაშინ თეთრ კარკასს შესაძლოა რამდენიმე პუნქტი დაემატოს, ან არსებული პუნქტები გაუმჯობესდეს. მაგალითად თუ გაინტერესებსთ პრემიუმ სეგმენტის აპარტამენტი ბათუმსა ან თბილისში, მაღალია შანსი თეთრი კარკასის პაკეტი შეიცავდეს:

-სითბოსა და ხმაურის იზოლაციას

-მაღალი ხარისხის ან ორმაგ მინებს ფანჯრებსა და აივნებზე

-დამონტაჟებულ გათბობას

რა უპირატესობები აქვს თეთრი კარკასის შეძენას?

თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბინის შეძენა ხშირად ითვლება ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება დასრულებული და კეთილმოწყობილი ბინა შეიძინოს, მაგრამ არც ნულიდან სურს ბინის რემონტის დაწყება.

როგორც წესი, თეთრი კარკასის შეძენისას მყიდველები მნიშვნელოვნად იგებენ დროსა და რესურსებში:

-შავ კარკასთან შედარებით ბევრად ნაკლებია სარემონტო ხარჯები – სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩატარებულია და ძირითადად კოსმეტიკური ხელის შევლება სჭირდება;

-სივრცე ექსპლუატაციაში უფრო მალე ეშვება – კოსმეტიკურ სამუშაოებს ნაკლები დრო სჭირდება, ამიტომ სივრცე გაცილებით უფრო მალეა მზად საცხოვრებლად

თუმცა აქვე საფრთხეც გასათვალისწინებელია – თეთრი კარკასის მარტივად, სწრაფად, და ნაკლები რესურსების დახარჯვით საბინადროდ მომზადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აპარტამენტები ისეთ საცხოვრებელ კომპლექსშია შეძენილი, სადაც ყველა სამუშაო ზედმიწევნით ხარისხიანად ჩატარდა. ხშირია შემთხვევები, რომ არაკეთილსინდისიერი დეველოპერი აბარებს მყიდველებს “თეთრ კარკასს” სადაც ძირეული სამუშაოები თავიდან ჩასატარებელი ხდება – იქნება ეს უხარისხო კარ-ფანჯარა, ელექტრობა, კანალიზაცია, თუ სხვა.

ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია იპოვოთ სანდო სამშენებლო კომპანია, რომელიც გამჭვირვალედ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც თავად სამშენებლო პროცესზე, ისე თეთრი კარკასისთვის საჭირო სამუშაოებზე.

საინვესტიციო ქონება და თეთრი კარკასი: რა უნდა გავითვალისწინოთ?

თუ უძრავი ქონების შეძენას კონკრეტულად საინვესტიციო მიზნებისთვის გეგმავთ, მაშინ თეთრი კარკასის მშენებარე კომპლექსში შეძენა შესაძლოა კიდევ უფრო ოპტიმალური ვარიანტი აღმოჩნდეს.

ამასთან საჭიროა შეაფასოთ ლოკაცია, ბაზრის ტენდენციები და სამიზნე აუდიტორია. თუ განიხილავთ ინვესტიციას უძრავ ქონებაში ქალაქის ბიზნესს ან ტურისტულ ცენტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსებისა და დროის ასპექტის ოპტიმალურად დაბალანსება – ამ უბნებში მოთხოვნა (და კონკურენციაც) ყოველთვის მაღალია. მშენებარე კომპლექსში ბინის შეძენა შედარებით იაფია, თეთრ კარკასში ჩაბარება კი საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოარგოთ სივრცე ბაზრის მოთხოვნებს და მალევე დაიწყოთ ROI-ს მიღება.

თუ მომავალი ინვესტიციისთვის ეძებთ მშენებარე ბინებს ბათუმში თეთრი კარკასით, აუცილებლად გაეცანით დეველოპერული კომპანია OKTO GROUP-ის შემოთავაზებებს. ელიტურ საცხოვრებელ კომპლექს OKTO ART HOUSE-ში დიდი არჩევანია როგორც სტუდიოს ტიპის აპარტამენტების, ისე ბინების იზოლირებული საძინებლით, რომელიც მშენებლობის ბოლოს თეთრი კარკასის (ან სრული პაკეტის) მდგომარეობაში ბარდება.

დასრულებული VS მშენებარე ბინები: როგორ გავაკეთოთ არჩევანი?

დასრულებულ და მშენებარე ბინებს შორის არჩევანის გაკეთება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომლის გაკეთებაც უძრავი ქონების შეძენისას მოგიწევთ. ორივე ვარიანტს თავისი უპირატესობები და გამოწვევები ახლავს – ფინანსური შესაძლებლობები, დრო, რისკი. პირადი პრეფერენციები, ა.შ. – ყველა ეს ასპექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აუცილებელია თითოეულის გულდასმით შესწავლა და ანალიზი.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ თითოეული ვარიანტის უპირატესობებს, რათა აპარტამენტების შეძენისთვის მომზადების პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ.

დასრულებული ბინის შეძენის უპირატესობები

დასრულებული ბინა პოპულარული არჩევანია ისეთ მყიდველებში, რომლებისთვისაც გადამწყვეტი ფაქტორები დრო, კომფორტი, სტაბილურობა, და რისკების მინიმიზაციაა.

პირველ რიგში, ასეთი ბინა გულისხმობს უმოკლეს ვადაში საცხოვრებლად გადასვლის შესაძლებლობას. ვისაც დაუყოვნებლივ სჭირდება საცხოვრებელი ადგილი ან აპირებს უმოკლეს დროში დაიბრუნოს თავისი განხორციელებული ინვესტიცია, ეს გაცილებით უფრო მოხერხებული ვარიანტია, ვიდრე მშენებლობის დასრულების ლოდინი.

გარდა ამისა, მყიდველმა ზუსტად იცის რას იღებს. შესაძლებელია ბინის საბოლოო სახის, მდგომარეობისა და ხარისხის შემოწმება. ასეთ ბინაში უფრო მარტივია სივრცის რეალისტური აღქმაც. მსგავსი ბინის შეძენისას ნაკლებია რისკი გაუთვალისწინებელ პრობლემებს გადააწყდეთ. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ რჩება ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ელექტროგაყვანილობისა და კანალიზაციის შემოწმება.

ბინის შეძენის პლიუსებს ემატება ისიც, რომ თქვენ წინასწარ იცით, როგორ გამოიყურება თავად შენობა და გარემო: პარკინგი, ეზო, და საერთო სარგებლობის სივრცეები და სამეზობლოს საერთო ატმოსფერო.

არა უკანასკნელია ფინანსური ფაქტორიც. ფინანსური თვალსაზრისით, დასრულებული ბინის შეძენა შესაძლოა უფრო მარტივი აღმოჩნდეს. მაგალითად, შესაძლოა უფრო ადვილი იყოს დასრულებულ ბინაზე უფრო იპოთეკური სესხის აღება, რადგან ისინი ნაკლებად რისკიან ინვესტიციად მოიაზრება (თუმცა იპოთეკური სესხის რისკის შეფასება კომპლექსური საკითხია და ბანკიც გაცილებით მეტ დეტალს ეყრდნობა, ვიდრე ბინის დასრულების სტატუსი. ამას ემატება ისიც, რომ თუ ქონებას საინვესტიციოდ ყიდულობთ, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ ამოგების მიღება ბინის გაქირავებით.

ბევრი მყიდველი ირჩევს ბინის შეძენას თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ეს ოპტიმალური კომპრომისია მშენებარე პროექტსა და სრულიად გაწყობილ აპარტამენტებს შორის. როგორც წესი, თეთრი კარკასი არ ითვლება მზად დაუყოვნებლივ შესასახლებლად – სულ მცირე, კედლების შეღებვა, ტექნიკით აღჭურვა და ავეჯით გაწყობა სჭირდება. სამაგიეროდ საშუალებას აძლევს მყიდველს შიდა სივრცე საკუთარი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით მოაწყოს. და, რასაკვირველია, ეს ლოდინის პერიოდი გაცილებით მოკლეა მშენებლობის დასრულების ლოდინთან შედარებით.

მშენებარე ბინის უპირატესობები

მშენებარე ბინა მიმზიდველი არჩევანია ისეთი მყიდველებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასები, თანამედროვე კომფორტის სტანდარტები, და პოტენციურად გათვლა აქვთ მაღალ საინვესტიციო მოგებაზე.

ფასის ფაქტორი, რასაკვირველია, ხშირად გადამწყვეტია. ეს კარგად იციან დეველოპერებმაც და ხშირად სთავაზობენ პოტენციურ მყიდველებს სპეციალურ ფასებსა და გადახდის პირობებს (როგორც დაბალი წინასწარი შენატანი და/ან უპროცენტო განვადება) საწყის ეტაპზე. მათ ეს ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებათ, მყიდველს კი საშუალებას აძლევს შეიძინოს ბინა უკეთეს პროექტში/მდებარეობაზე.

ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვანია გრძელვადიან ჭრილშიც. თუ პოტენციურ კლიენტს არ ეჩქარება ახალ ბინაში გადასვლა, ადრეულ ეტაპზე უძრავი ქონების შეძენა უფრო მომგებიანია. პირველ რიგში, დასრულებული ბინების ფასი ავტომატურად იმატებს რიგი ფაქტორების გამო, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. მეორე რიგში კი, რადგან უძრავი ქონების ფასების დინამიკა წლიდან წლამდე პოზიტიურია, მშენებლობის დროის სვლასთან ერთად, იმატებს თავად პროექტის ფასიც. ამიტომ ფასთა სხვაობა ადრეულ ეტაპზე ნაყიდ მშენებარე ბინასა და, პირობითად, 4 წლის შემდეგ დასრულებულ ბინაში შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მშენებარე ბინასა და დასრულებულ ბინაში დღეს.

არ უნდა უგულებელვყოთ დაცულობის ფაქტორიც. ბევრი მყიდველი ამჟამად მშენებარე პროექტებს ამჯობინებს იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ სჯერა თანამედროვე სტანდარტები – მათ შორის მშენებლობის სანდოობა, საცხოვრებელი სივრცის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა, ა.შ. – უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ძველ აშენებულ პროექტებში. ასეთი მყიდველი ამჯობინებს ამჟამად მშენებარე ბინის შეძენას რათა სამომავლოდ უფრო დაცულად იგრძნოს თავი. ამასთან, იმედი აქვს რომ ეს ბინა უფრო ეკოლოგიური და ეკონომიური იქნება გრძელვადიან პერიოდში.

თუმცა, რასაკვირველია, მშენებარე ბინასაც მოჰყვება თავისი რისკები. პოტენციურ კლიენტს უმეტეს შემთხვევაში წლების განმავლობაში არ შეეძლება ბინის საბოლოო ხარისხისა და მდგომარეობის შეფასება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო სამშენებლო კომპანიის მოძებნა, რომელიც მთელ ინფორმაციას სამშენებლოდ გამოყენებული მასალებიდან დაწყებული პროექტის გეგმით დამთავრებული სრულიად გამჭვირვალედ მოგაწოდებთ.

დასრულებული VS მშენებარე ბინები ინვესტირებისთვის

თუ უძრავი ქონების შეძენას კონკრეტულად საინვესტიციო მიზნით ფიქრობთ, მაშინ შესაძლოა თქვენთვის მოწინავე ისეთი ფაქტორები გახდეს, რომლებიც მეორეხარისხოვანია მათთვის, ვინც სტაბილურ საცხოვრებელს ეძებს.

მაგალითად, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ყურადღება მიაქციოთ რომელ უბანში ყიდულობთ უძრავ ქონებას და რამდენად ერგება ეს უბანი თქვენს საინვესტიციო მიზნებს. როგორც წესი, ინვესტიციისთვის კარგია სწრაფად მზარდი უბნები და ტურისტული ცენტრები. მაგრამ თუ თქვენ გრძელვადიან რეზიდენტზე აპირებთ გაქირავებას, ტურისტული ცენტრი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი. აი კომერციული სივრცისთვის კი პირიქით, ყველაზე მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა ასეთი ინვესტიცია მოითხოვს საფუძვლიან კვლევას ბაზრის ტენდენციებისა და სამშენებლო კომპანიის რეპუტაციის შესახებ.

ისიც გასათვალისწინებელია, რამდენი ხანი შეგიძლიათ მოიცადოთ ინვესტიციის ამონაგების მიღებამდე. ყველას არ ექნება შესაძლებლობა 4-7 წელი ელოდოს პროექტის დასრულებას. ვინც დროში შეზღუდულია, მათთვის ჯობია მეტი წინასწარი ინვესტიცია განახორციელონ რათა მოკლე ვადაში დაიწყონ ROI-ს ნახვა. ვისაც კი უფრო გრძელვადიან მოგებაზე აქვს გათვლა, პოტენციურად მეტ ბენეფიტს ნახავს თუ მოიცდის და ბინას მშენებარე პროექტში შეიძენს.

თუ ინვესტიციისთვის ეძებთ მაღალი ხარისხის მშენებარე ბინებს ბათუმში, კომფორტული, დაცული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით – მაშინ გაეცანით OKTO GROUP-ის შეთავაზებებს. ამჟამად ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვიდან 500 მეტრში მშენებარე ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში დიდი არჩევანია როგორც სტუდიოს ტიპის აპარტამენტების, ისე ბინების იზოლირებული საძინებლით. თუ ბათუმის უძრავ ქონებაში ინვესტიციაზე ფიქრობთ, აქ აუცილებლად იპოვით რასაც ეძებთ.

რა უნდა იცოდნენ უცხოელებმა საქართველოში იპოთეკის აღებისას

უძრავი ქონება დიდი შენაძენია და ბევრს არ აქვს საშუალება ეს თანხა ერთიანად დაფაროს, ამიტომ აქ უძრავი ქონების უმეტესობა იპოთეკური სესხის დახმარებით იყიდება.

იპოთეკური სესხის აღება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით მარტივია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე – მთავარია ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ და ზედმიწევნით დაიცვათ წესები. ჩამონათვალი არც ისე გრძელია – ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ.

რა არის იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტია, რომელიც საშუალებას იძლევა უძრავი ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე ბანკისგან კრედიტში აიღოთ თანხა. ეს ნიშნავს, რომ თუ ვერ შეძლებთ საკრედიტო ვალდებულების დაფარვას, ბანკს აქვს უფლება გაყიდოს ქონება გადაუხდელი თანხის ამოსაგებად.

იპოთეკური სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც თავად მომხმარებელზე (მის შემოსავალზე, დასაქმების ისტორიაზე, საკრედიტო ისტორიაზე, ქონების ღირებულებასა და სესხის სავარაუდო ხანგრძლივობაზე), ისე ბანკზე.

საქართველოში იპოთეკა უცხოელებისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ზოგიერთ ბანკს აქვს გარკვეული დამატებითი მოთხოვნები.

აქვე, სანამ პროცესს დაიწყებდეთ, დარწმუნდით რომ ნამდვილად სანდო სამშენებლო კომპანია იპოვეთ – მათი მხარდაჭერა პროცესის განმავლობაში შესაძლოა საკვანძო აღმოჩნდეს იპოთეკური სესხის აღების პროცესში. მათ შორის, შესაძლოა სრულიად აგარიდოთ ბანკებთან ურთიერთობა. მაგალითად, OKTO GROUP სთავაზობს პოტენციურ მყიდველს 20% წინასწარი შენატანის შემდეგ 0%-იან შიდა განვადებას 40 თვეზე გადანაწილებით, და ეს შეთავაზება არარეზიდენტ პირებზეც ვრცელდება.

რა დოკუმენტებია საჭირო იპოთეკური სესხის ასაღებად უცხოელებისთვის?

უცხოელებისთვის იპოთეკური სესხის ასაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები.

გაითვალისწინეთ, რომ ეს საბაზისო ჩამონათვალია, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით ყველა ბანკს სჭირდება. დანარჩენი უკვე თითოეული ბანკის შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული – შესაძლებელია ზოგიერთმა დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია მოითხოვოს.

ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი – აუცილებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის.

შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელფასის ცნობა, საბანკო ამონაწერი) – ინფორმაცია თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ საკვანძო დოკუმენტია. ბანკს ის სჭირდება არა მარტო იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ თქვენ გაქვთ შემოსავალი სესხის დასაფარად, არამედ იმისთვის რომ ნახოს რამდენად სტაბილურია თქვენი საშემოსავლო ისტორია.

დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი – აჩვენებს თქვენს პროფესიულ სტაბილურობას. ბანკები იყენებენ მას თქვენი გრძელვადიანი გადახდისუნარიანობის სტაბილურობის შესაფასებლად (რაც უფრო სტაბილურია თქვენი დასაქმების ისტორია – დიდი ხანია ერთ კომპანიაში მუშაობთ, არ გაქვთ გრძელვადიანი წყვეტა, ა.შ).

საგადასახადო რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი – აჩვენებს, რომელ ქვეყანაში იხდით გადასახადებს. ბანკებს ეს ინფორმაცია საგადასახადო და იურიდიული მიზნებისთვის სჭირდებათ.

საქართველოში ბინადრობის ნებართვა (თუ გაქვთ) – არასავალდებულოა, მაგრამ დაეხმარება პროცესებს დაჩქარებაში და იზრდება სესხზე დადებითი პასუხის ალბათობა. დოკუმენტი ადასტურებს თქვენს ლეგალურ სტატუსს საქართველოში. ბანკები ხშირად უფრო ლმობიერნი არიან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების მიმართ, რადგან ეს მათ აჩვენებს თქვენს გრძელვადიან კავშირს ქვეყანასთან და ამით, ბანკის თვალში, გარკვეულწილად სესხის გაცემის რისკები მცირდება.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია – ეს დოკუმენტები ადასტურებს ქონების მფლობელობას და მის ღირებულებას. ბანკს სჭირდება ეს ინფორმაცია, რათა შეაფასოს ქონების ღირებულება და დაადგინოს, რამდენად შეესაბამება იგი სესხის თანხას.

როგორ ავიღოთ სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით?

პირველ რიგში, უნდა მიმართოთ ბანკს წინასწარი შეფასებისთვის. ბანკი განიხილავს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და დაადგენს სავარაუდო სესხის მაქსიმალურ რაოდენობას.

შემდეგ უკვე არჩევთ უძრავ ქონებას, რომელიც თქვენს ბიუჯეტში ჯდება. მართალია ბევრი უცხოელი ირჩევს პირდაპირ ზღვისპირა მშენებარე ბინებს ბათუმში, ჩვენ გირჩევთ, რომ არ იჩქაროთ და რამდენიმე ვარიანტი განიხილოთ. რაც უფრო ნაკლები იქნება თქვენი საბოლოო იპოთეკური სესხი, მით უფრო მომგებიან სიტუაციაში იქნებით ბანკთან.

როდესაც აირჩევთ უძრავ ქონებას, უნდა შეავსოთ იპოთეკური სესხის განაცხადი და წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი. ბანკი შეაფასებს უძრავ ქონებას, რათა დარწმუნდეს, რომ ღირებულება კრედიტთან თანხვედრაშია. თუ ყველაფერი წესრიგშია, ბანკი დაამტკიცებს სესხს და შემოგთავაზებთ ხელშეკრულებას. უმჯობესია, თუ მთელი ამ პროცესის დაწყებამდე დეტალურად გაეცნობით კანონმდებლობას უძრავი ქონების შეძენის შესახებ.

როდესაც ბანკისგან მიიღებთ ხელშეკრულებას, გულდასმით გაეცანით და მოაწერეთ ხელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით პირობებს. ბოლო ეტაპზე უძრავი ქონება რეგისტრირდება თქვენს სახელზე, ხოლო იპოთეკა – საჯარო რეესტრში. ეს პროცესი უზრუნველყოფს ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართოს და თქვენი უფლებები დაცული იყოს ყველა იურიდიული ასპექტის გათვალისწინებით.

იპოთეკურის სესხის პროცენტის მიმოხილვა საქართველოს ბაზარზე

იპოთეკური სესხის პროცენტი საქართველოში დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის სესხის ვალუტაზე, ვადაზე და თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ზოგადად, იპოთეკა უცხოელებისთვის შეიძლება ცოტა უფრო მაღალი პროცენტით იყოს ხელმისაწვდომი, ვიდრე ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში იპოთეკური სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 180 თვეა (15 წელი). საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში დაახლოებით 14%-ია, აშშ დოლარსა და ევროში კი 8-9%. თუმცა შესაძლოა თქვენი საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, რადგან პირობები ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით დაიანგარიშება.

გირჩევთ, პროცესის დაწყებამდე მიმართოთ პროფესიონალ იურისტის, რათა კარგად გაერკვიოთ დეტალებში და თავიდან აიცილოთ პოტენციური პრობლემები. აი შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი ოცნების აპარტამენტები ბათუმში. შენაძენის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია გულდასმით გაეცნოთ ყველა დეტალს და კარგად დაგეგმოთ თქვენი ფინანსები, რათა ოცნება უმტკივნეულოდ იქცეს რეალობად.

საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები

ბათუმი უკვე დიდი ხანია პოპულარულია როგორც ტურისტული მიმართულება, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს როგორც გრძელვადიანი დასახლებისთვის ოპტიმალური ლოკაცია.

არაა გასაკვირი, რომ მაცხოვრებლების რიცხვის ზრდასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების არსებობამ – პოტენციური მყიდველები, განსაკუთრებით მილენიალები, სწორედ აქ ეძებენ პირველ რიგში ბინას საყიდლად. მაგრამ რატომ? რა ისეთ სარგებელს სთავაზობს საცხოვრებელი კომპლექსი, რომ ხშირად პოტენციური მყიდველები მზად არიან მეტი გადაიხადონ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დეტალურად განვიხილოთ საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი უპირატესობები.

კომფორტი, მოხერხებულობა და უსაფრთხოება

როგორც წესი, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს მაცხოვრებლების ყველა საჭიროებას. იდეალურ შემთხვევაში, მაცხოვრებლებს საერთოდ არ სჭირდებათ კომპლექსის დატოვება პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ტერიტორიაზე ხშირად განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, კაფეები, ფიტნეს დარბაზები და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები. OKTO ART HOUSE-შიც, ბათუმის ახალ ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში, ტერიტორიაზევე იპოვით რესტორანს, კაფეს, სამუშაო სივრცეს, საბავშვო სათამაშო ოთახს და ფიტნეს დარბაზს.

უსაფრთხოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თანამედროვე კომპლექსები აღჭურვილია 24/7 ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით და დაცვის სამსახურით. მცხოვრებლების უმეტესობა ამის ფონზე უფრო დაცულად გრძნობს თავს.

ინფრასტრუქტურა და დიზაინი

საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურა და დიზაინი კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორია. როგორც წესი, როგორც გარე ტერიტორიის, ისე ფასადისა და ინტერიერის დიზაინი შემუშავებულია პროფესიონალი დიზაინერების მიერ, თანამედროვე სტანდარტებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. კომპლექსს ხშირად აქვს გამწვანებული ეზო, სადაც განთავსებულია დასასვენებელი და გასართობი სივრცეები. ასევე, ბევრი კომპლექსი სთავაზობს მყიდველებს როგორც თეთრი კარკასის, ისე სრულად მოწყობილი ბინების შეძენის საშუალებას – რემონტის თავიდან აცილების შესაძლებლობა ბევრისთვის მნიშვნელოვანი მიმზიდველი ფაქტორია.

თანამედროვე კომპანიები ცდილობენ არა მხოლოდ ხარისხის, არამედ ესთეტიკის კუთხითაც ორიგინალური პროექტები შექმნან, რათა სივრცე კლიენტის თვალში უფრო მიმზიდველი გახადონ. OKTO ART HOUSE-ის მაგალითზე, პროექტის კონცეფცია ეფუძნება ხელოვნების რვა ელემენტს და აქტიურად არის გამოყენებული კონკრეტულად ქართული ხელოვნება. თითოეული სართულის დერეფნები დეკორირებულია ქართველი მხატვრების ნამუშევრებით. ეს ყველაფერი ერთად ქმნის არა უბრალოდ ხარისხიან და თანამედროვე, არამედ სრულიად გამორჩეულ ესთეტიკურ გარემოს.

ენერგოეფექტურობა და მდგრადი განვითარება

თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების პროექტირებისას დიდი ყურადღება ექცევა ენერგოეფექტურობას. ეს ერთი მხრივ განპირობებულია ამჟამად აქტუალური ეკოლოგიური საკითხებით და, მეორეს მხრივ, თანამედროვე მომხმარებლებში კომფორტის მაღალი სტანდარტების მოთხოვნილებით. გულისხმობს თბოიზოლაციის მაღალ სტანდარტებს, ენერგოეფექტურ განათების სისტემებს და ზოგჯერ მზის პანელების გამოყენებასაც კი, თუმცა საქართველოში ეს ტენდენცია ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა. მაგალითად, კონკრეტულად ბათუმში ყველაზე ელიტურად ითვლება ზღვისპირა აპარტამენტები, რომლებიც ყველაფერ ზემოთჩამოთვლილთან ერთად აღჭურვილია უახლესი სტანდარტის ენერგოეფექტური სისტემებით.

OKTO ART HOUSE-იც იცავს ძირითად სტანდარტებს: უმაღლესი ხარისხის მასალა, სქელი კედლები და ორმაგი მინის ფანჯრები, უზრუნველყოფს სითბოსა და ხმაურის იზოლაციას.

ინვესტიცია უძრავ ქონებაში

საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა ხშირად კარგი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა. მაღალი ხარისხის მშენებლობა, თანამედროვე დიზაინი და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა ზრდის ქონების ღირებულებას დროთა განმავლობაში.

თუ სერიოზულად განიხილავთ ინვესტიციას უძრავ ქონებაში, უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ასპექტებიც როგორც ადგილმდებარეობა და ხედები – ცენტრალურ უბნებში, შედარებით მაღალ სართულებზე განლაგებული ბინები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ დროთა განმავლობაში უფრო მაღალ ROI-საც სთავაზობს ინვესტორს.

მაგალითად, თუ კონკრეტულად ბათუმზე ვისაუბრებთ, რასაკვირველია განსაკუთრებით მიმზიდველია ზღვისპირა პროექტები, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ პირველივე ზაფხულის სეზონზე შეიძლება მათი გაქირავებით შემოსავლის მიღება. მეორეს მხრივ როდესაც ხალხი ეძებს ბინებს ბათუმში ზღვის ხედით ყოველთვის არ ითვალისწინებს, რომ სანაპირო ზოლი შესაძლოა არ იყოს ოპტიმალური გრძელვადიანი ბინადრობისთვის მაღალი აქტიურობისა და ხმაურის დონის გამო.

OKTO ART HOUSE ბათუმის ახალი ბულვარის მახლობლად მდებარეობას, ზღვიდან 500 მეტრის დაშორებით. მდებარეობა სპეციალურად შეირჩა ისე, რომ ბალანსი დაცულიყო მოკლევადიანი მდგმურებისა და გრძელვადიანი ბინადრების ინტერესებს შორის – ტერიტორია ახლოა სანაპიროსთან, მაგრამ თავად გარემო აქ შედარებით მშვიდია.

საბოლოო ჯამში, საცხოვრებელი კომპლექსი მიმზიდველია იმით, რომ აერთიანებს თანამედროვე ადამიანისთვის საჭირო ყველა ელემენტს: კომფორტს, უსაფრთხოებას, თანამედროვე დიზაინს და მდგრად განვითარებას.

ბათუმში ცხოვრების გზამკვლევი

ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური ქალაქი ბევრ ვიზიტორს თანამედროვეობისა და ქართული ტრადიციების საინტერესო შერწყმით იზიდავს.

თუ აქ დასახლების იდეამ თქვენც მიგიზიდათ და გსურთ გაიგოთ, როგორია ცხოვრება ბათუმში, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

რატომ უნდა აირჩიოთ ბათუმი საცხოვრებლად?

ბათუმი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი ქალაქია და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მაცხოვრებელს იზიდავს, მათ შორის დიდი ნაწილი – უცხოელი ექსპატია. ამ მოცემულობის ფონზე, აქ ცხოვრებაც უფრო მრავალფეროვანი ხდება.

პირველ რიგში, ბევრისთვის ბათუმი მიმზიდველია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით – ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ამავდროულად გარშემორტყმულია მწვანე მთებით. მაცხოვრებლებს მარტივად შეუძლიათ მიიღონ მაქსიმუმი ბუნებისგან მთელი წლის განმავლობაში, იქნება ეს ზღვის სანაპირო, თუ სამთო ტურიზმი.

ბათუმის კულტურული ცხოვრებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქალაქში ჰარმონიულად თანაარსებობს როგორც თანამედროვე კულტურული ცხოვრებისთვის აუცილებელი დაწესებულებები – კაფე-რესტორნები, კლუბები, კინო, და ა.შ. – ისე ძველი არქიტექტურა და კულტურული დაწესებულბებები – ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, თეატრი, თუ სხვა.

ქალაქი გამოირჩევა თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი. ბათუმი უპირველეს ყოვლისა რჩება ტურისტულ ქალაქად, ამიტომ ზაფხულში ცხოვრება აქ კიდევ უფრო სწრაფ ტემპში მიმდინარეობს,ული ღონ ვიდრე დედაქალაქ თბილისში – თითქმის ყოველდღე იმართება ფესტივალები, კონცერტები და სხვა ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიებები. მაგრამ ზამთარშიც კი, როდესაც ცხოვრების ტემპი შედარებით მშვიდდება, ქალაქი არ კარგავს თავის ხიბლს.

რა ჯდება ცხოვრება ბათუმში?

ბუნებრივია ცხოვრების ღირებულება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მათთვის, ვინც წყვეტს აქ დასახლდეს. საშუალოდ, ბათუმში ცხოვრება საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ ევროპის სხვა დიდ ქალაქებთან – მათ შორის თავად საქართველოს დედაქალაქ თბილისთან – შედარებით მაინც ხელმისაწვდომად ითვლება.

საცხოვრებელი ხარჯები

ბინის ქირა ბათუმში მთლიანად დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და სეზონზე. დიაპაზონი ძალიან ფართოა: ზღვის პირას, ბულვარზე ან ახლოს ბინის ქირაობა გრძელვადიანად რთულია და სტაბილურად ცდება 1000 ლარს. ლოკაცია მომგებიანია და მფლობელების უმეტესობას ურჩევნია მოკლე ვადით, ტურისტებზე გააქირავოს. ქალაქის ცენტრში (მაგრამ ზღვისგან შორის) ერთოთახიანი ბინის ქირაობა საშუალოდ 600-დან 1000 ლარამდე ჯდება და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: როდის არის სახლი აშენებული, გარემონტებულია თუ არა ბინა, რამდენად ახლოა პოპულარულ კულტურულ დაწესებულებებთან და ა.შ. ხოლო გარეუბნებში კი ერთოთახიანი ბინა 500 ლარზე ნაკლებადაც შეიძლება იპოვოთ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ხარჯები ბათუმში ყოველწლიურად იზრდება – დიდწილად ეს სტაბილურად მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული. თუ ბათუმში დასახლებასთან ერთად შესაძლო ფინანსური სარგებელიც გაინტერესებთ, ახლა კარგი დროა განიხილოთ საინვესტიციო აპარტამენეტების შეძენა ბათუმში.

კვების ხარჯები

ბათუმში კვების ხარჯის დიაპაზონიც მსგავსად ფართოა. პერიფერიაზე მარკეტსა და ბაზარში ფასები შედარებით დაბალია, ქალაქის ცენტრში ქსელური მარკეტები (მაგ. ნიკორა და კარფური) ჭარბობს, სადაც ფასები ფიქსირებულია და ერთია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კაფე-რესტორნებში ფასები თბილისისას უტოლდება. საშუალო დონის რესტორანში კაცზე 35-50 ლარი დაგჭირდებათ (ალკოჰოლი ჩეკს მნიშვნელოვნად გაზრდის).

რამდენად უსაფრთხოა ბათუმი?

საერთო ჯამში, ბათუმი უსაფრთხო ქალაქად ითვლება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. საშუალოდ დანაშაულის დონე დაბალია, თუმცა, როგორც ნებისმიერ ტურისტულ ქალაქში, აქაც საჭიროა ელემენტარული სიფრთხილის დაცვა – სეზონზე, დამსვენებლების მატებასთან ერთად, დანაშაულის დონეც იმატებს, უმეტესწილად წვრილმანი ხულიგნობის (აქტიური ღამის ცხოვრებისა და ალკოჰოლის გამოყენების ფონზე) და ჯიბის ქურდობების ხარჯზე.

დაიცავით იგივე წესები, რასაც დაიცავდით ყველა სხვა დიდ ქალაქში – ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს, ჩანთა ყოველთვის საიმედოთ დაკეტეთ და სხეულის წინ გეკიდოთ, სანაპიროზე დასვენებისას არ დატოვოთ ძვირფასი ნივთები (საფულე, ტელეფონი) ზედამხედველობის გარეშე.

როგორ გავერთოთ ბათუმში?

ბათუმში არ მოიწყენთ. აქ უამრავი გასართობი და დასასვენებელი ადგილია:

– გაისეირნეთ ხოლმე ძველი ბათუმის უბნებში: ქალაქის ეს ნაწილი გამოირჩევა თავისი უნიკალური არქიტექტურით. ყველაზე ცნობილი ლოკაცია ალბათ ევროპის მოედანია, სადაც მდებარეობს ასტრონომიული საათი და ნეპტუნის შადრევანი, სადაც ყოველთვის ირევა ხალხი. მაგრამ რეგულარული სტუმრობისთვის უფრო საინტერესოა ბათუმის პიაცა – მოედანი გარშემორტყმულია ბათუმის რამდენიმე ყველაზე ცნობილი ისტორიული შენობით, აქ სასიამოვნოა უბრალოდ რომელიმე კაფეში ჭიქა ყავაზე ჩამოჯდომაც. ამასთან პიაცაზე ხშირად იმართება ღია მარკეტები, სადაც ყოველთვის გადააწყდებით რამე ახალს და საინტერესოს.

– გაეცანით ადგილობრივ კულტურას: ბათუმში მრავლადაა გალერეები და მუზეუმები, ფუნქციონირებს კინო და თეატრი. თვალი ადევნეთ კალენდარს – მართალია არატურისტულ სეზონზე ნაკლებად იმართება კულტურული ღონისძიებები, მაგრამ დიდი ვარიაციაა (გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) და ნამდვილად არ მოიწყენთ.

– ესტუმრეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს: ერთ-ერთი უდიდესი ბოტანიკური ბაღი ევროპაში, სადაც წარმოდგენილია მცენარეთა უნიკალური კოლექცია მთელი მსოფლიოდან. ბაღი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, მწვანე კონცხზე.

– დააგემოვნეთ აჭარული სამზარეულო: აჭარული სამზარეულო ცნობილია თავისი უნიკალური გემოთი. უკვე მთელი მსოფლიო კარგად იცნობს ნავის ფორმის აჭარულ ხაჭაპურს. მაგრამ ჩვენ გირჩევდით პირველ რიგში ყურადღება მიაქციოთ ისეთ კერძებს, რომლებიც აჭარაშია პოპულარული, მაგრამ ნაკლებად შეხვდებით სხვა რეგიონებში, მით უმეტეს ავთენტური სახით – ასეთია, მაგალითად, სინორი და ბორანო.

– დალაშქრეთ მტირალას ეროვნული პარკი: მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაცული ტერიტორიაა. ბათუმიდან დაახ. 30 კილომეტრშია (გზას საშუალოდ ერთი საათი სჭირდება) და იდეალური ადგილია ბუნების მოყვარულთათვის, სალაშქროდ, საპიკნიკოდ, და ქემფინგისთვის.

– დაიტოვეთ დრო გასართობად სამსახურის მერე: ბათუმის ღამის ცხოვრება არასეზონზეც საკმაოდ აქტიურია. ქალაქში მრავლადაა ბარები, კლუბები და კაზინოები. როგორც ბულვარის გაყოლებაზე, ისე ქალაქის ცენტრში მრავლადაა დაწესებულება, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ როგორც ტექნო, ისე ცოცხალი მუსიკით და სასმელების დიდი არჩევანით.

ბათუმში ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქში, ბათუმში ცხოვრებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ქალაქის მდებარეობაა – ახლოსაა როგორც ზღვა, ისე მთა. ასევე, ბათუმი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით – აქ ხშირად იმართება ფესტივალები, კონცერტები და გამოფენები.

შედარებით მარტივია აქ დასახლება – ამჟამად ითვლება, რომ ბათუმში სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომი ფასებია. მაგრამ ტენდენცია სწრაფად მზარდია და მალე შესაძლოა სხვა პოპულარულ კურორტებს გაუტოლდეს, ამიტომ, თუ გეგმავთ ბინის ყიდვას ბათუმში, გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე წელიწადში ქალაქში ინვესტირება ვეღარ იქნება ისეთი მომგებინი, როგორც ახლაა.

რასაკვირველია, არსებობს გარკვეული გამოწვევებიც. ზაფხულში ქალაქი გადატვირთულია ტურისტებით, რაც პერიოდულად დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს. სეზონის პიკზე ფასები მკვეთრად იზრდება. მაღალია ხმაურის დონე დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ზამთარში კი, პირიქით, ქალაქი შედარებით წყნარია და ცხოვრებაც შედარებით ნელ ტემპში მიედინება – ვისაც კონკრეტულად აქტიური გართობის შესაძლებლობები იზიდავს, მათთვის ვარიანტები მცირდება.

რამდენად მოხერხებულია ცხოვრება ბათუმში უცხოელისთვის?

ბათუმი პოპულარულია ექსპატებს შორის, აქ ბევრი უცხოელი ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქალაქის ტურისტულობისგან გამომდინარე მაცხოვრებელთა უმრავლესობა გარკვეულ დონეზე ფლობს ინგლისურს. თუმცა, ადგილობრივი ენის თუნდაც დაწყებით ენაზე ცოდნა ბევრად გაგიადვილებთ ინტეგრაციას. თუ გეგმავთ ბათუმში დასახლებას, წინასწარ გაეცანით კანონმდებლობას უძრავი ქონების ყიდვისას.

მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ბათუმი მიმზიდველ ადგილად რჩება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. მაცხოვრებლებს თუ კითხავთ, უმეტესობა იტყვის, რომ ბათუმში ცხოვრების დადებითი მხარეები ბევრად გადაწონის უარყოფითს. უნიკალური ბუნება, სწრაფად განვითარებადი მოხერხებული ინფრასტრუქტურა, ზოგადი თბილი ატმოსფერო (და გემრიელი ადგილობრივი სამზარეულო) ბევრისთვის საკმარისი მიზეზი გახდა აქ ფესვების გასადგმელად.

საინვესტიციო ქონების უპირატესობები

2020-იანი წლები დიდწილად მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობისა და ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის პერიოდი აღმოჩნდა. ამის გამო დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ისეთ საინვესტიციო შესაძლებლობებს, სადაც გრძელვადიანი ზრდის გარანტია ექნება. ასეთი აქტივების სია მოკლეა, მაგრამ უძრავი ქონება უკვე დიდი ხანია რაც ამ სიის სათავეშია. უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და დროით გამოცდილი საინვესტიციო ინსტრუმენტია, რომელიც არა მხოლოდ კაპიტალის შენარჩუნების, არამედ მისი სტაბილური ზრდის საშუალებასაც იძლევა.

ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, რატომ ითვლება საინვესტიციო ქონება სანდო არჩევანად ნებისმიერ ფინანსურ გარემოში და რა უპირატესობები აქვს მას სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებთან შედარებით.

რა არის საინვესტიციო ქონება

საინვესტიციო ქონება უძრავი ქონების ის კატეგორიაა, რომელსაც ადამიანი (ან კომპანია) იძენს არა პირადი საცხოვრებელი მიზნებისთვის, არამედ კონკრეტულად ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. თავად ქონების ტიპს მნიშვნელობა არ აქვს: შეიძლება იყოს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართი. მთავარია იძლეოდეს შემოსავლის გენერირების საშუალებას რაიმე გზით. როგორც წესი, იგულისხმება, რომ მოკლევადიან პერიოდში შემოსავალს ძირითადად გაქირავების გზით იძლევა, გრძელვადიანში კი მნიშვნელოვანი კაპიტალის ზრდის პერსპექტივა აქვს.

საინვესტიციო უძრავ ქონებას რამდენიმე ძირითად კატეგორიად ყოფენ: საცხოვრებელი აპარტამენტები, კომერციულ ფართები, სასტუმრო ტიპის საცხოვრებლები და შერეული დანიშნულების ობიექტები. თითოეულ კატეგორიას თავისი სპეციფიკა, რისკები და პოტენციური სარგებელი აქვს. მაგალითად, კომერციული ფართები როგორც წესი უფრო მაღალ საიჯარო შემოსავალს იძლევა, ამიტომ მეტად შესაფერისია მათთვის, ვისაც მოგების ამოღება მოკლევადიან პერიოდში სურს – მაგრამ ამასთან მოითხოვს მეტ საწყის ინვესტიციას. სასტუმროებს დიდი კაპიტალის მოზიდვის პოტენციალი აქვთ, მაგრამ მოითხოვენ პროფესიონალურ მართვას და განგრძობით ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში.

სანამ რაიმე გადაწყვეტილებას, რომ გრძელვადიან ხედვას და სტრატეგიულ დაგეგმვას. ინვესტორმა უნდა გაანალიზოს არა მხოლოდ მიმდინარე საბაზრო მდგომარეობა, არამედ შეაფასოს რეგიონის განვითარების პერსპექტივები, დემოგრაფიული ტენდენციები და ეკონომიკური ფაქტორები.

გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატებით უძრავ ქონებაში ინვესტირება პირველ რიგში გრძელვადიან ხედვასა და ახალ ქონებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გეგმის ქონას მოითხოვს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგორც გლობალური, ისე ლოკალური ტენდენციები.

საინვესტიციო უძრავი ქონების უპირატესობები

საინვესტიციო ქონების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის უნარი უზრუნველყოს ორმაგი ფინანსური სარგებელი: რეგულარული შემოსავალი გაქირავებიდან და კაპიტალის ზრდა დროთა განმავლობაში. Knight Frank Global House Price Index-ის თანახმად უძრავი ქონება გლობალური მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ საინვესტიციო ინსტრუმენტია გრძელვადიან პერიოდში.

საქართველოს ბაზარი პატარაა, ამიტომ ეს ტენდენცია თვალსაჩინო და მარტივი ჩასაშლელია. მაგ. TBC Capital-ის 2024 წლის ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების წლიურმა ზრდამ 6% შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში თავად ბაზრის მოცულობა 23%-ით გაიზარდა. Galt & Taggart-ის 2024 წლის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკეში და მთაწმინდაზეა – თუმცა ამავე ტერიტორიაზეა უძრავი ქონების გაქირავება ყველაზე მომგებიანი: კვადრატული მეტრი საშუალოდ $14-15 ჯდება.

ბოლო წლებში საინვესტიციო მიზნით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა საცხოვრებელი აპარტამენტების ყიდვა სესხების ბაზრის განვითარების ფონზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე შეამცირა. შემცირებულმა განაკვეთმა ხალხის თვალში გაზარდა უძრავ ქონებაში ინვესტირების ხელმისაწვდომობა და მოთხოვნაც გაიზარდა.

სექტორის სტაბილურობას ასევე განაპირობებს უძრავი ქონების სახასიათო თვისებას, რომელიც ბევრ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტს არ აქვს – ის თითქმის ყოველთვის დაცულია ინფლაციისგან. Knight Frank-ის კვლევები აჩვენებს, რომ გლობალურ მასშტაბში უძრავი ქონების ფასები საშუალოდ აჭარბებს ინფლაციის ტემპს.

საინვესტიციო უძრავი ქონების ბენეფიტები ბათუმში

ბათუმი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად გადაიქცა საქართველოში რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველ რიგში, საქმე რასაკვირველია მისი ტურისტული პოტენციალის მუდმივ ზრდაშია. ბათუმს თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში, და მთავარი ეკონომიკური ძალა სწორედ ტურიზმია. GALT & TAGGART-მა სექტემბერში ჩატარებულ ღონისძიებაზე გააჟღერა, რომ “ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასევე სხვადასხვა დარგებში პოტენციალის ათვისება მომდევნო წლებში ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.” ეს პროგნოზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, სადაც ახალი საცხოვრებელი კომპლექსები იმდენად (და შესაძლოა უფრო მეტადაც) არის ტურისტულ მოთხოვნაზეა ორიენტირებული, რამდენადაც გრძელვადიან რეზიდენტებზე.

მაგრამ ქალაქის მიმზიდველობას განაპირობებს მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურაც. საერთაშორისო აეროპორტი, სანაპირო ზოლი და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ოპტიმალურია გრძელვადიანი რეზიდენტებისთვისაც. ხალხის ნაკადის ზრდის პოტენციალი კი, რასაკვირველია, ზრდის საინვესტიციო პოტენციალსაც.

ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია არჩევანის საშუალება – ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს განაშენიანება, 100 მეტი პროექტია ხელმისაწვდომი, და რაც უფრო მაღალია კონკურენცია, მით უფრო მომგებიან პირობებს სთავაზობენ დეველოპერული კომპანიები პოტენციურ კლიენტებს – მაგალითად, ბინები ბათუმში შიდა განვადებით უკვე სტაბილურად ხელმისაწვდომი ვარიანტია და საბანკო იპოთეკის აუცილებლობას ამცირებს. ამასთან, ქალაქში უძრავი ქონების ფასები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია სხვა ევროპულ საზღვაო კურორტებთან შედარებით.

ბათუმში საინვესტიციო ქონების შეძენა იძლევა შემოსავლების მნიშვნელოვანი დივერსიფიკაციის შესაძლებლობას. სეზონის განმავლობაში მოკლევადიანი გაქირავება ტურისტებზე მაღალი განაკვეთებით, ხოლო სეზონის გარეთ – გრძელვადიან რეზიდენტებზე. მაგრამ მსგავსი სტრატეგიის დასანერგად საჭიროა ოპტიმალური ტერიტორიაც. OKTO ART HOUSE-ის მდებარეობა სპეციალურად შეირჩა მოკლევადიანი მდგმურებისა და გრძელვადიანი ბინადრების ინტერესებს შორის ბალანსის დასაცავად – კომპლექსი ბათუმის ახალ ბულვარის მახლობლად, ზღვიდან 500 მეტრში, მაგრამ თავად გარემო აქ შედარებით მშვიდია.

რა უნდა იცოდე ბინის შიდა განვადებით შეძენისას

ადამიანების უმრავლესობისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც მომავალი 10-15 წლის მანძილზე განსაზღვრავს მათი ცხოვრების ფინანსურ მდგომარეობას. დღევანდელ რეალობაში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ბინები შიდა განვადებით, რადგან უმეტესობისთვის ეს ბანკის იპოთეკის თავიდან აცილების ერთადერთი რეალისტური გზაა.

ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ გაერკვეთ შიდა განვადების სპეციფიკაში და გაანალიზოთ, რამდენად მომგებიანი იქნება თქვენთვის მსგავსი შემოთავაზებით სარგებლობა საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

რას ნიშნავს შიდა უპროცენტო განვადება?

როდესაც სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანია “შიდა განვადებას” გთავაზობთ, ეს ნიშნავს რომ შეთანხმებას საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ პირდაპირ მასთან დებთ, ბანკის ჩარევის გარეშე.

არ არსებობს შიდა განვადების ერთიანი ფორმულა – ყველა კომპანია პირობებს თავის შეხედულებისამებრ ადგენს. ზოგიერთისგან ბინები წინასწარი შენატანის გარეშეც შეგიძლიათ შეიძინოთ (ეს ვარიანტი განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს საწყისი კაპიტალი და არ სურს საბანკო სესხის აღება), თუმცა კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა დღესდღეობით ითხოვს წინასწარ შენატანს 10%-20%-ის რაოდენობით (20% საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ამჟამად სტანდარტად ითვლება).

თუ უფრო მოქნილი გრაფიკი და პირობები გჭირდებათ, ვიდრე ტრადიციული საბანკო იპოთეკა, მშენებარე ბინები შიდა განვადებით ხშირად საუკეთესო გამოსავალია – მყიდველს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ კომპანიას შეუთანხმოს გადახდის პერიოდი და თვიური შენატანის ოდენობა თავისი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირობებზე შეთანხმების შესაძლებლობა არ ნიშნავს რომ აბსოლუტური თავისუფლება გეძლევათ – კომპანიას დიდი ალბათობით ექნება მინიმალური თვიური შენატანისა და შიდა განვადების მაქსიმალური ხანგრძლივობის პირობებიც.

აქ მიზანშეწონილია ვისაუბროთ იმ რისკებზეც, რომლებიც შესაძლოა ამგვარ გარიგებას თან სდევდეს. პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რომ შიდა განვადებების უდიდესი ნაწილი მშენებარე პროექტებზე მოდის, მშენებარე პროექტებს კი თან გარკვეული რისკები სდევს, მათ შორის მშენებლობის დასრულების დაგვიანება, შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესი და ა.შ. აქვე, შიდა განვადება მართალია საბოლოო ჯამში უფრო მომგებიანია მყიდველისთვის (არაა საჭირო ბანკისთვის ზედმეტი პროცენტების გადახდა), მაგრამ ამავე დროს შესაძლოა უფრო დიდი ფინანსური წნეხი იყოს ბიუჯეტზე – თუ ბანკის სესხი საშუალოდ 15 წელია, შიდა განვადება, სტანდარტულად, მხოლოდ 5-8 წელზე გრძელდება.

ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ თვიური გადასახადები, არამედ ყველა დამატებითი ხარჯი, რაც უკავშირდება ბინის მოწყობას, რემონტს და კომუნალურ გადასახადებს.

ამიტომ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ ბინის შიდა განვადებით შეძენაზე, უნდა კარგად აწონ-დაწონოთ რისკები და შეამოწმოთ თქვენი ბიუჯეტი: რამდენად მზად ხართ მშენებარე ბინის შესაძენად და შეგიძლიათ თუ არა ყოველთვიური შენატანის გადახდა ისე, რომ საბაზისო საჭიროებებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა კვლავ უპრობლემოდ განაგრძოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შიდა უპროცენტო განვადებით შეძენისას

სანამ საქმე ბინის შეძენამდე მივა კარგად შეამოწმეთ არჩეული პროექტის დეველოპერის ისტორია და რეპუტაცია. მოიძიეთ და დეტალურად შეისწავლეთ ყველა საბუთი, რომელიც ადასტურებს დეველოპერის კეთილსინდისიერებას მშენებლობის პროცესში, მათ შორის მიწის საკუთრების დოკუმენტები, მშენებლობის ნებართვა და არქიტექტურული პროექტი. ყურადღება გაამახვილეთ გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხზე, შენობის საინჟინრო სისტემების გამართულობაზე და ენერგოეფექტურობის სტანდარტებზე. სეისმური მდგრადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თქვენს უსაფრთხოებას.

დეველოპერის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ინდიკატორია კომპანიის საიმედოობის შესაფასებლად. სანდო დეველოპერი ყოველთვის მზადაა გაგიზიაროთ ინფორმაცია პროექტის შესახებ და გაჩვენოთ მშენებლობის მიმდინარე მდგომარეობა. გამჭვირვალობა ქმნის ნდობას და ამცირებს მყიდველის რისკებს გრძელვადიან პერსპექტივაში – ამიტომ კეთილსინდისიერი კომპანია გამჭვირვალობას არ უფრთხის, იქ იციან რომ ეს კლიენტის მიზიდვის ხერხია.

კარგი იქნება თუ პროფესიონალ იურისტთან გაივლით კონსისტენციას – თუ ამ სფეროში ვერ ერკვევით კანონმდებლობა ბინის ყიდვისას შესაძლოა ცოტა დამაბნეველი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა სად ყიდულობთ უძრავ ქონებას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ განვადების ხელშეკრულებას, სადაც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა პირობა და ვალდებულება.

თუ ეძებთ ბინებს შიდა განვადებით ბათუმში, დიდი ყურადღება მიაქციეთ ლოკაციას – სწორი ტერიტორიის შერჩევა გრძელვადიანი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. თქვენი უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ არსებულ ინფრასტრუქტურაზე, არამედ სამომავლო განვითარების პერსპექტივებზეც. ერთი მხრივ ეს ძალიან კარგია – საინვესტიციო აპარტამენტების შეძენა ბათუმში მიმზიდველი შესაძლებლობაა სამომავლოდ დამატებითი შემოსავლის მისაღებად. მეორეს მხრივ კი, მოითხოვს უფრო სიღრმისეულ ფინანსურ გეგმასა და კომპლექსურ მიდგომას. თუ სამომავლოდ ბინის გაქირავებას გეგმავთ, მნიშვნელოვანია შექმნათ ფინანსური რეზერვი გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის და გაითვალისწინოთ უძრავი ქონების ბაზრის დინამიკა.

თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ უძრავი ქონება ნებისმიერ შემთხვევაში ინვესტიციაა, მაშინაც კი თუ გრძელვადიანი ბინადრობისთვის აპირებთ შეძენას. შეისწავლეთ ქალაქის განვითარების გეგმები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები და სოციალური ობიექტების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საიჯარო ბაზრის ტენდენციებს – შეისწავლეთ მსგავსი ფართების საშუალო საიჯარო განაკვეთები და მოთხოვნის დინამიკა კონკრეტულ უბანში, რაც დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ თქვენი ინვესტიციის პოტენციური უკუგება. სამომავლოდ გეგმები შეიძლება შეგეცვალოთ, აპარტამენტები კი მნიშვნელოვანი ფინანსური ბერკეტი აღმოჩნდეს.

თუ ეძებთ მშენებარე ბინებს შიდა განვადებით ბათუმში, OKTO GROUP სთავაზობს პოტენციურ კლიენტებს 20% წინასწარი შენატანის შემდეგ 0%-იან შიდა განვადებას 40 თვეზე გადანაწილებით ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვიდან 500 მეტრში მშენებარე ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში. დიდი არჩევანია როგორც სტუდიოს ტიპის აპარტამენტების, ისე ბინების იზოლირებული საძინებლით. თუ საქართველოს ყველაზე დიდ ზღვისპირა ქალაქში ბინის შეძენის იდეა გხიბლავთ, OKTO ART HOUSE-ში აუცილებლად იპოვით რასაც ეძებთ.

უძრავი ქონების გარშემო ხშირად დასმული კითხვები

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. European Best Destinations-ის მიერ ქალაქის ინვესტირებისთვის საუკეთესო ტოპ-10 ევროპულ მიმართულებაში შეყვანამ კი კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ამ მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

ეს მოკლე გზამკვლევი გამიზნულია პასუხი გასცეს შეკითხვებს, რომლებსაც ბათუმში მშენებარე ბინის ყიდვით დაინტერესებული ადამიანები ყველაზე ხშირად სვამენ.

რა არის საინვესტიციო ქონება?

უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ აქტივებს ორ ძირითად კატეგორიად ყოფენ: საცხოვრებელი და კომერციული. საცხოვრებელი სივრცე კი, თავის მხრივაც, ხშირად ორ კატეგორიად იყოფა: პირველია რეზიდენტული სივრცე, რომელსაც საცხოვრებლად იძენენ, მეორე კი საინვესტიციო ქონება, რომლის შეძენის მთავარი მიზანიც შემოსავლის მიღება და კაპიტალის გაზრდაა. 2020-იანი წლების ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ისეთ საინვესტიციო ქონებას, რომელიც ეკონომიკური რყევებისგან დაცულია, კაპიტალის შენარჩუნებისა და მისი სტაბილური ზრდის საშუალებას იძლევა. Knight Frank Global House Price Index-ის თანახმად, უძრავი ქონება გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საინვესტიციო ინსტრუმენტია გრძელვადიან პერიოდში, რომელიც თითქმის ყოველთვის დაცულია ინფლაციისგან.

გაიგეთ მეტი საინვესტიციო ქონების შესახებ ჩვენი დეტალური გზამკვლევით “საინვესტიციო ქონების უპირატესობები“.

რამდენად უსაფრთხოა ბათუმში ცხოვრება?

ბათუმი გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით, აქ ფუნქციონირებს მუზეუმები, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები და სხვა გასართობი დაწესებულებებით. ამასთან, ბათუმი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება. დანაშაულის საერთო დონე დაბალია, განსაკუთრებით ძალადობრივი დანაშაულის. თუმცა, როგორც ნებისმიერ ტურისტულ ქალაქში, სეზონზე დამსვენებლების მატებასთან ერთად იზრდება წვრილმანი ხულიგნობისა და ჯიბის ქურდობის შემთხვევები. მათგან თავის დასაცავად იგივე სტრატეგიას უნდა მიმართოთ რასაც ნებისმიერ სხვა დიდ ევროპულ ქალაქში მოგზაურობისას მიმართავდით – არ დატოვოთ ჩანთა ღია, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს და ა.შ. საერთო ჯამში კი, ბათუმში ცხოვრება ნამდვილად კომფორტული და უსაფრთხოა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელებისთვის.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი სტატია “ბათუმში ცხოვრების გზამკვლევი” და გაიგე მეტი ბათუმში ცხოვრების შესახებ.

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი თუ საქართველოს მოქალაქე არ ვარ?

საქართველოს საბანკო სისტემა საკმაოდ მოქნილია და არამოქალაქეებსაც თავისუფლად სთავაზობს ფინანსური პროდუქტის ფართო სპექტრს. აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც არარეზიდენტებმა უნდა წარადგინონ ბევრით არ განსხვავდება მოქალაქეებისგან – საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი, შემოსავლისა და დასაქმების დამადასტურებელი საბუთები. ბინადრობის ნებართვა არ არის სავალდებულო, თუმცა არსებობის შემთხვევაში უმჯობესია წარდგენა – აჩქარებს პროცესს და ზრდის დადებითი პასუხის ალბათობას. როგორც წესი, იპოთეკური სესხი უცხოელებისთვის ხელმისაწვდომია იმავე პირობებით, რაც ადგილობრივებისთვის, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში პროცენტი შეიძლება ოდნავ მაღალი იყოს (უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბანკს ინდივიდუალური პირობები აქვს). 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში იპოთეკური სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 180 თვეა, საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში დაახლოებით 14%-ია, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში – 8-9%.

თუ უფრო დეტალურ გზამკვლევს ეძებთ გაეცანით ჩვენს სტატიას “იპოთეკური სესხი უცხოელებისთვის”.

როგორ ავარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია?

პირველ რიგში უნდა შემოწმდეს კომპანიის იურიდიული სტატუსი და მშენებლობის ნებართვები. სანდო სამშენებლო კომპანია არაფერს მალავს, რადგან იცის რომ სრული გამჭვირვალობა ყველაფერთან ერთად კარგი მარკეტინგული ტაქტიკაცაა – გამოითხოვეთ ინფორმაცია ნებართვებზე, არქიტექტურულ გეგმაზე და მასალებზე (დამოუკიდებლად გადაამოწმეთ მშენებლობისას გამოყენებული მასალების ხარისხი). დროული კომუნიკაცია კიდევ ერთი კარგი ინდიკატორია. ასევე ყურადღება მიაქციეთ კომპანიის რეპუტაციას და არსებული მომხმარებლების გამოცდილებას. გახსოვდეთ, რომ ნამდვილად სანდო დეველოპერი არასდროს დაგპირდებათ არარეალისტურ ვადებს ან გადაჭარბებულ მოგებას – ის ყოველთვის გულწრფელად ისაუბრებს როგორც შესაძლებლობებზე, ისე პოტენციურ გამოწვევებზე.

თუ სანდო სამშენებლო კომპანიას ბათუმში ეძებთ გაეცანით ვრცელ ბლოგს “როგორ ავარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია ბათუმში”.

უძრავ ქონებაში ინვესტირება როგორ ხდება?

უძრავ ქონებაში ინვესტირება ერთი შეხედვით მარტივი პროცესია – ირჩევ სასურველ ფართს, აშენებულს თუ მშენებარეს, აფორმებ საჭირო დოკუმენტაციას და პროცესიც დამთავრებულია. მაგრამ რეალურად, სანამ საქმე ფართის შეძენამდე მივა კარგად უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების ფართობი, ფასი, და დანიშნულება – ერთი სიტყვით, საჭიროა სიღრმისეული სამომავლო გეგმა. ქალაქში უძრავ ქონებაში ინვესტირება პოპულარულია ოთხი ძირითადი მიმართულებით: საცხოვრებელი აპარტამენტები გრძელვადიანი გაქირავებისთვის, ტურისტული აპარტამენტები მოკლევადიანი გაქირავებისთვის, კომერციული ფართები და სასტუმროები. საცხოვრებელი აპარტამენტები ითვლება ყველაზე კონსერვატიულ და სტაბილურ ინვესტიციად, მაშინ როცა ტურისტული აპარტამენტები უფრო მაღალ მოგებას იძლევა, თუმცა მეტ რისკებთანაა დაკავშირებული სეზონურობის გამო. კომერციული ფართები და სასტუმროები კი, როგორც წესი, შედარებით გამოცდილ ინვესტორებზეა გათვლილი, რადგან მოითხოვს როგორც მნიშვნელოვან საწყის კაპიტალს, ისე აქტიურ მართვას.

ბათუმი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამიტომ უძრავ ქონებაში ინვესტირება ბათუმში გსურს გაეცანი ბლოგს “უძრავი ქონების ინვესტიცია ბათუმში”.

No dispatches in this category yet.